08:06 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
ვიდეო

როგორ მოვამზადოთ ნატურალური საღებავი სააღდგომო კვერცხებისთვის – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
241 0 0
© Sputnik / STRINGER

სააღდგომო კვერცხებისთვის ნატურალური საღებავის მომზადების რეცეპტი გაუზიარა "Sputnik-საქართველოს" კულინარმა ნათია მონტგომერიმ.

საღებავების მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი დაჭრილი ჭარხალი — ხასხასა წითელი ფერის; ½ წითელი კომბოსტო — ლურჯი ფერი; ორი სუფრის კოვზი ზაფრანა და ფორთოხლის კანი; 200 გრამი ისპანახის ფოთლები; ½ ჭიქა კაკლის უღელი; 50 გრამი ყავისფერი ხახვის ფოთლები.

ჭარხალი იძლევა ღია წითელ ფერს, წითელი კომბოსტო — ცისფერს, ზაფრანა და ფორთოხლის კანი — ყვითელს, ისპანახის ფოთლები — მწვანეს, კაკლის უღელი — ყავისფერს, ხახვის კანი კი — ოქროსფერს. ყველა ზემოთჩამოთვლილი ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში ცალ-ცალკე, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

სუფთა ფერის მისაღებად გადაწურეთ ფერი, გააცივეთ და შემდეგ ჩაალაგეთ კვერცხები. ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. რომ ადუღდება, გამორთეთ და დატოვეთ კვერცხი ქვაბში რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტ ხანს დატოვებთ კვერცხებს ფერის სითხეში, მით უფრო მუქი გამოგივათ.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები