სახლი მინდა მქონდეს: ბავშვები 5 წლის ბაჩუკის ბინის ფულს უგროვებენ: გულისამაჩუყებელი ვიდეო

გამოწერა
ვიდეომ, რომელზეც 5 წლის ბაჩუკი ჩაგუნავა სანუკვარ ოცნებას ამხელს, ათასობით თბილისელს აუჩუყა გული. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გაერთიანდნენ თბილისელი სკოლის მოსწავლეები ბიჭის დასახმარებლად

ვიდეომ, რომელზეც 5 წლის ბაჩუკი ჩაგუნავა სანუკვარ ოცნებას ამხელს, ათასობით თბილისელს აუჩუყა გული. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გაერთიანდნენ თბილისელი სკოლის მოსწავლეები ბიჭის დასახმარებლად

ბიჭის მამა ციხეშია, დედა კი - მარტო დარჩა, უსამსახუროდ, უსახლკაროდ, სამ ბავშვთან ერთად.

„ძალიან მინდა მქონდეს სახლი, დიდი ან პატარა. ახლა მე ხომ მამის მაგივრობას ვწევ ოჯახში. ძალიან მეშინია, რომ ჩვენ ქუჩაში გაგვყრიან“, - თქვა პატარა ბაჩუკიმ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

თბილისის მუსიკალური სემინარიის აღსაზრდელებმა და ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამ ამბისათვის გვერდის ავლა ვერ შეძლეს.

მათ წინასააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა გამართეს ბაჩუკის ბინისათვის ფულის შესაგროვებლად. ზოგიერთმა ორცხობილები და პასკები გამოაცხო, ზოგმა საკუთარი ნაშრომი მოიტანა გასაყიდად.

„ჩვენ შემთხვევით ვნახეთ სოციალურ ქსელში ამ ბავშვის შესახებ ვიდეო. მისი ოჯახი მრავალშვილიანია, რომელსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ამ კაადრებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩენ გადავწყვიტეთ შევაგროვოთ ფული და ბაჩუკის ანგარიშზე გადავრიცხოთ. ასე ვეხმარებით მას ოცნების ასრულებაში“, - განაცხადა Sputnik-საქართველოსთან საუბარში მუსიკალური სემინარიის პედაგოგმა ხათუნა დობორჯგინიძემ.

სემინარისტებმა პატარა ბიჭს კონცერტიც მიუძღვნეს.

ყველა ახალი ამბავი
0