ქალი შემთხვევით გადარჩა – სამარშრუტო ტაქსიმ რუსთავში „წითელზე“ გაიარა

გამოწერა
რუსთავში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე ქალი შუქნიშანზე გადასვლის დროს შემთხვევითობამ იხსნა საშინელი ავარიისგან

რუსთავში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე ქალი შუქნიშანზე გადასვლის დროს შემთხვევითობამ იხსნა საშინელი ავარიისგან

სოციალური ქსელის მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე მის მიერ გადაღებული ვიდეო განათავსა, სადაც ქვეითის შემთხვევით გადარჩენის მომენტია დაფიქსირებული.

კადრებში ჩანს, როგორ ჩერდება თვითმხილველი შუქნიშნის წითელ ფერზე, რა დროსაც გზის გადაკვეთას იწყებენ ქვეითად მოსიარულეები. გზის მარცხენა მხრიდან ზებრა გადასასვლელს უახლოვდება ქალი, რომელიც შუქნიშნით ხელმძღვანელობდა და გვერდით გახედვის გარეშე აპირებდა გზის გადაკვეთას. ბოლო მომენტში ქალმა მოასწრო მარჯვნივ გახედვა, საიდანაც დიდი სისწრაფით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი შენიშნა და მოახერხა საშინელი ავტოკასატროფისათვის თავის არიდება. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა კი საგზაო წესების უხეში დარღვევით სრულიად ურეაქციოდ გააგრძელა გზა.

ყველა ახალი ამბავი
0