მცხეთის სავიზიტო ბარათი: როგორ იქმნება თიხის განუმეორებელი ნაკეთობები

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მხატვარ ელდარ მამალაძის სახელოსნოს ესტუმრა, რომელიც მცხეთაში კერამიკის ნაკეთობებს ქმნის

„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მხატვარ ელდარ მამალაძის სახელოსნოს ესტუმრა, რომელიც მცხეთაში კერამიკის ნაკეთობებს ქმნის.

ქართული კერამიკა მცხეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. თიხის ნაკეთობები საქართველოში ყველგან იყიდება, მაგრამ მათ შორის არის განუმეორებელი საავტორო ნამუშევრებიც, მათ შორის მცხეთაშიც.

პროფესიონალი ხელოვანი ელდარ მამალაძე თიხისგან უნიკალურ ნაკეთობებს ქმნის. ის პატარა სახელოსნოში მუშაობს, რომელიც მცხეთაში, მის სახლშია მოწყობილი. აქ ოსტატი ნამდვილ შედევრებს ქმნის.

ელდარი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ამ ხელობითაა დაკავებული. მისი თქმით, ნაკეთობების დამზადება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა.

ყველა ახალი ამბავი
0