კახეთის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში დაახლოებით 20 ბავშვი მოიწამლა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
თელავის რაიონის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდნენ.
თავდაპირველად კლინიკაში 10 ბავშვი გადაიყვანეს, თუმცა დღის ბოლოს მოწამლულთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია. რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც პროდუქტებიდან და სასმელი წყლიდან ნიმუშები აიღეს.
საბავშვო ბაღი მომხდარის მიზეზების დადგენამდე დაკეტილია.