ქვემო ქართლის რეგიონის მკვიდრმა ტარიელ მიქელაძემ მგელი თავდასხმის დროს შიშველი ხელით მოკლა. Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი მომხდარის ადგილზე ჩავიდა და ისტორიის მთავარ გმირს შეხვდა
მგელთან ბრძოლაში ახალგაზრდა მამაკაცს ცული ხელიდან გაუვარდა, ამიტომ შიშველი ხელით მოუწია მასთან გამკლავება.
სასწრაფო დახმარება მომხდარიდან 15 წუთში მივიდა ადგილზე. ექიმებმა ტარიელს რამდენიმე ნაკერი დაადეს. ყველაზე მეტად მას სახე და ხელები აქვს დაზიანებული.
ტარიელმა მასთან ჩასულ ჟურნალისტებს ჭრილობებიც უჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მგელი მოკლა, სოფლის მოსახლეობას ჯერ კიდევ ეშინია ღამით გარეთ გამოსვლის, ასევე საკუთარი ეზოდან არ უშვებენ პირუტყვს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მტაცებელი მარტო არ იყო და ახლა მთელი ხროვის თავდასხმის მოლოდინი აქვთ.