04:30 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
ვიდეო

პირდაპირი ტრანსლაცია სროლის ადგილიდან ნიდერლანდებში

მოკლე ბმულის მიღება
214 0 0

იხილეთ პირდაპირი ტრანსლაცია ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარი სროლის ადგილიდან, სადაც უცნობმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა

ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ თავისუფალია, აცხადებს პოლიცია. მის დასაკავებლად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა - ეს 37 წლის თურქი გიუკმან ტანისია.

ქალაქში მიღებულია უსაფრთხოების ზომები, დაცვის ქვეშაა აყვანილი სკოლები და მეჩეთები. დროებით შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ტერორისტული საშიშროების დონე ქვეყანაში მაქსიმალურია.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა ცეცხლი რამდენიმე ადგილზე გახსნა. პრესკონფერენციაზე ეს ინფორმაცია დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულმა კოორდინატორმა პიტერ-იაპ ალბერსბერგმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ტრამვაიში სროლის შესახებ, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაშავდა ცხრა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები