ისრაელში მომავლის ტანკის კონცეპტი წარმოადგინეს

გამოწერა
ებრაულმა კომპანიამ Rafael წარმოადგინა მომავლის ტანკის კონცეფცია, რომლის დემონსტრაციაც მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს

ებრაულმა კომპანიამ Rafael წარმოადგინა მომავლის ტანკის კონცეფცია, რომლის დემონსტრაციაც მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს, იუწყება Jane's 360.

კომპაქტური პლატფორმა Carmel, ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, იქნება მაქსიმალურად მობილური, ლეტალური და გამძლე. გარდა ამისა, არ იქნება საჭირო ეკიპაჟის მესამე წევრი, მძღოლი კი რობოტი იქნება. ანუ, ეკიპაჟი სულ ორი ადამიანისგან შედგება.

ტანკის კორპუსი სრულიად დახურული იქნება, მას მთლიანად კომპიუტერი მართავს. ორი მონიტორი უზრუნველყოფს 360-გრადუსიან პანორამულ ხედს. "ეკრანზე ჩნდება ეკიპაჟისთვის აუცილებელი ინფორმაცია – მოწინააღმდეგისა და მეგობრული ძალების ადგილმდებარეობა, პოზიცია, რომლის დაკავებასაც აპირებს ტანკი. ეკიპაჟის წევრებს შორის კომუნიკაცია ძალიან სწრაფი და ჩუმია", – განაცხადა კომპანია Rafael-ის წარმომადგენელმა შმულიკ ოლანსკიმ.

ეკიპაჟის მესამე წევრი იქნება რობოტი, რომელიც სამუშაოს დიდ ნაწილს ავტომატურ რეჟიმში შეასრულებს: მას შეუძლია მართოს ტანკი, ისროლოს, ეძებოს სამიზნე, ასევე მიიღოს ოპტიმალური ტაქტიკური გადაწყვეტილება ბრძოლის პირობების ცვლილებების პარალელურად. Carmel აღჭურვილი იქნება LIDAR-ით (Light Identification Detection and Ranging – სინათლის იდენტიფიკაციის დეტექტორი და მანძილის გაზომვა) და ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელი სისტემებით, კომპლექსური აქტიური დაცვით და სამი კამერით (ორი მათგანი საბრძოლო მოდულების დისტანციური მართვისათვის, ერთი კი გადასაადგილებლად).

ყველა ახალი ამბავი
0