05:56 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ვიდეო

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როგორ მუშაობს ამინდის ბიურო

მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)
17640
© Sputnik / Alex Shlamov

Sputnik-ის რეპორტიორმა ერთი დღით პროფესია შეიცვალა და სინოპტიკოსის როლში მოსინჯა ძალები. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა სინოპტიკოსის ერთმა სამუშაო დღემ

მნიშვნელობა არ ჰქონდა როდის მოვირგებდი ახალ პროფესიას, რადგან სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში ყოველ დღე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სამ საათში ერთხელ ამინდს აკვირდებიან და გრინვიჩის დროით განსაზღვრავენ ამინდის პროგნოზს მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაცია იკრიბება მსოფლიო ცენტრებში, სადაც გადამუშავდება და იღებს სახეს, რომელსაც სინოპტიკოსები „სინოპტიკურ რუკას“ ეძახიან. რუკის წაკითხვას, სპეციალისტი სჭირდება, რადგან სანამ გამარკვიეს, იმასაც კი ვერ მივხვდი, რომელი მხრიდან უნდა შემეხედა რუკისთვის.

საქართველოს მასშტაბით 11 მექანიკური  და 35 ავტომატური მეტეოსადგური ყოფილა, საიდანაც სინოპტიკოსების ჯგუფი აკვირდება ცვლილებებს და ადარებს, თუ როგორ იცვალა ქარმა მიმართულება, ატმოსფერულმა წნევამ, სინოტივემ და ტემპერატურამ.

ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურებიდან ატმოსფერულ მოვლენებზე დაკვირვება შეგვიძლია გადავიყვანოთ როგორც წუთობრივ, ისე საათობრივ რეჟიმზე, რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხეები, მთავარი მიზანი კი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, სინოპტიკოსებს ხელფასი 900-დან 1400 ლარამდე აქვთ. პროფესიას საშუალოდ 28-დან 70 წლამდე ადამიანები ფლობენ და მიმდინარეობს კადრების ახალგაზრდებით შევსებაც.

თემები:
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები