10:29 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ვიდეო

ჩიკაგოში მდინარეს ყინვისგან „ბოლი ასდის“ – თვითმხილველის ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
247 0 0

ქალაქში ანომალიურად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ჩიკაგოს ისტორიაში ყველა რეკორდი მოიხსნა.

ჩიკაგოში რეკორდულად დაბალი ტემპერატურების გამო უამრავი პრობლემა შეიქმნა. ოთხშაბათს, დილით ქალაქში -33 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ეს დაკვირვების დღიდან დღემდე ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

კადრებში ჩანს, როგორ „ასდის ბოლი“ მდინარეს, რომელიც, სიცივის მიუხედავად, არ გაყინულა. ქალაქში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ძლიერი ქარი.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით ფუნქციონირებს, რკინიგზის რელსებს კი ცეცხლს უკიდებენ, რათა ლიანდაგმა სიცივისგან დეფორმაცია არ მიიღოს.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები