საქართველოში ტურიზმის სფეროში საუკეთესო პროექტებს გადაეცა ჯილდო Welcome to Georgia

გამოწერა
თბილისში ტურიზმის სფეროში საუკეთესო პროექტების დაჯილდოების ცერემონია Welcome to Georgia გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ

თბილისში ტურიზმის სფეროში საუკეთესო პროექტების დაჯილდოების ცერემონია Welcome to Georgia გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ.

წელს დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა 350-მა ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ ტურიზმის სფეროს წამყვანი მოღვაწეები: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, გასართობი პროექტები, ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და ჰოსტელები.

ნომინაციებში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური აცხადებდა, რომელთა შორისაც იყვნენ ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან. ამგვარად გამოვლინდნენ საუკეთესო რესტორნები, სასტუმროები, ჰოსტელები, ტურისტული სააგენტოები და გასართობი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში 2018 წელს გაიმართა.
Welcome to Georgia — ყოველწლიური ეროვნული ჯილდოა ტურიზმის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან იმართება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ Welcome to Georgia-ს საინფორმაციო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0