საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. იხილეთ ღონისძიების საუკეთესო მომენტები.
თელავში 16 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა გავლენიანი ადამიანები 50 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვები.
სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო და სახელმწიფოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის სათავეში ის 2024 წლის შემოდგომამდე იქნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება.