რესტორნის საკვამურში გაჭედილი მძარცველი - სახალისო ვიდეო

გამოწერა
ეს არის ძარცვის საკმაოდ ჭკვიანური და დაგეგმილი, თუმცა წარუმატებელი მცდელობა, რაზეც ახლა ინტერნეტ სივრცეში მრავალი ადამიანი ხალისობს

ეს არის ძარცვის საკმაოდ ჭკვიანური და დაგეგმილი, თუმცა წარუმატებელი მცდელობა, რაზეც ახლა ინტერნეტ სივრცეში მრავალი ადამიანი ხალისობს

სახალისო ინციდენტი მოხდა ბრაზილიის ქალაქ მაჩადოს ერთ-ერთ რესტორანში. როდესაც დაწესებულება დაკეტილი იყო, 41 წლის მამაკაცი მის სახურავზე აძვრა და საკვამურით შიგნით შეღწევა სცადა, მაგრამ ქვემოთ გასასვლელში გაიჭედა.

მძარცველი, რომელიც შველას ითხოვდა, შემთხვევით აღმოაჩინა გამვლელმა ქალმა. მან მომენტალურად დარეკა პოლიციაში. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საკვამურში თეთრ წინდებიანი ფეხები დახვდათ. პოლიციის თანამშრომლებმა დახმარებისათვის მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს, რომლებსაც მამაკაცის გამოსაყვანად ოთხი საათი დაჭირდათ.

ყველა ახალი ამბავი
0