15:17 20 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8363
  • 100 RUB3.8355
  • USD2.4561
ვიდეო

როგორ ერთობიან დათვის ბელები თბილისის ზოოპარკში

მოკლე ბმულის მიღება
24 0 0
© Sputnik / Levan Avlabreli

დათვის სამი პატარა ბელი თბილისის ახალი ზოოპარკის დროებითი ბინადარია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ თამაშობენ საყვარელი დათუნიები.  

სამივე ბიჭია და სახელად კოპალა, გარინჩა და ჩოფიკა ჰქვიათ. თბილისში ორი თვის წინ ჩამოიყვანეს — ერთი ლეჩხუმიდან, მეორე ცაგერიდან და მესამე — ყაზბეგიდან. 

სამივეს მდგომარეობა ცუდი იყო, თუმცა განსაკუთრებით მძიმე დღეში გარინჩა გახლდათ — თათი ტკიოდა და ძალიან კოჭლობდა.

ბელებს მოუარეს, უმკურნალეს და ფეხზე დააყენეს. ჯერჯერობით ისევ ზოოპარკში ცხოვრობენ და რძით იკვებებიან. როგორც კი 9-9 თვისანი გახდებიან, ისევ ტყეში, ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები