შოკისმომგვრელი პერფორმანსი: ქართველმა პოეტმა მაყურებელი გააოცა

გამოწერა

უჩვეულო მუსიკალური ნომერი უჩვენა თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის სტუმრებს ქართველმა პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც ცნობილია ეპატაჟური გამოსვლებით. იხილეთ პერფორმანსის კადრები.

ზურაბ რთველიაშვილმა მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა სიმღერა "მანი-ფიროსმანი". საკუთარ პერფორმანსებში პოეტი მიმართავს სიტყვების თამაშს და მათ დაბოლოებებს სხვადასხვანაირად იყენებს: "ფიროსმანი-მანი — ანი", "ტერორი — რორი — ორი", "ობამა — მამა — ამა". შესრულებული პერფორმანსის შინაარსზე მსჯელობა რთულია — როგორც ჩანს, აზრი სრულად მხოლოდ ავტორს ესმის. მის გამოსვლაზე დამსწრე მაყურებელი ხშირად შოკირებულია და ვერაფერს იგებს, თუმცა პოეტის გამოსვლა ყველას დიდხანს ამახსოვრდება.

ყველა ახალი ამბავი
0