მომიტინგეებმა პოლიცია რუსთაველის გამზირზე "გაწიეს"

გამოწერა

ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას, საღამოს აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ და პოლიცია რუსთაველის გამზირისკენ "გაწიეს". იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მეოთხე დღეს — კვირას რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. პირველად ამ დღეს ზაზა სარალიძის პროტესტს შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ახალი საქართველო", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და სხვები.

ზაზა სარალძემ პროტესტის რადიკალურ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ ვერ შეძლო პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ ვინ მოკლა მისი ვაჟი დავით სარალიძე. მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მხოლოდ მკვლელობის მცდელობისათვის მიესაჯა სასჯელი, რადგან პროკურატურამ მისი დანაშაულის დამტკიცება ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0