04:30 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ვიდეო

მომავლის მეტრო: ილონ მასკმა მიწისქვეშა ჩქაროსნული ელექტრობუსი წარმოადგინა

მოკლე ბმულის მიღება
95 0 0
Youtube / Mr. Perfect !

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე მიწისქვეშა ელექტრობუსის კონცეპტი წარმოადგინა.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სახეობის შემუშავებაზე მისი ერთ-ერთი კომპანია — The Boring Company მუშაობს. სავარაუდოდ ელექტრობუსი 200 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. ის ასევე ავტომატურად შეძლებს მიწისქვეშა გვირაბებში გადაადგილებას.

ილონ მასკი ირწმუნება, რომ ახალი ტექნოლოგია ორიენტირებული იქნება ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებზე.

"სისტემა შეძლებს ავტომობილების გადაზიდვასაც, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა საჭიროება იქნება უზრუნველყოფილი. ეს პატივისცემისა და სამართლიანობის საკითხია. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მათზე, ვისაც არ აქვს ავტომობილის შეძენის საშუალება", — დაწერა მან მიკრობლოგში.

მასკის ინფორმაციით, პროექტის რეალიზაციისთვის შეიქმნება ერთი საპარკინგე ადგილის ზომის ათასობით პატარა სადგური. ამით იქნება განსხვავებული ახალი ტრანსპორტი მეტროსგან, რომელსაც დიდი სადგურები ესაჭიროება, თუმცა ნაკლები რაოდენობით.

თემაზე

ზურაბ სოტკილავა და მისი ლამაზი საქართველო
ქაოსი ძაღლების გამოფენაზე: დაჯილდოების ცერემონია პროტესტის გამო ჩაიშალა
შსს-ს ტრადიცია: პოლიციელებმა მძღოლ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცეს
სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერი ხალხი უნდა მუშაობდეს: ექსპერტის მოსაზრება

მეტი ვიდეო

მთავარი თემები