დასავლეთ საქართველოში სამხედრო პოლიციის მანქანა დაიმტვრა: კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ხობი-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

ხობი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელი შეეწირა. ავარიის მომენტში მანქანაში სამხედრო პოლიციის ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა სერიოზული ტრავმები მიიღო, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, სამხედრო პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენს დაეჯახა. მომხდარის მიზეზები დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0