სტალინისტებმა გორში წითელი დროშებით მსვლელობა გამართეს

გამოწერა

იოსებ სტალინის თაყვანისმცემლებმა მისი დაბადების დღე "ხალხის ბელადის" სამშობლოში — გორში მსვლელობით აღნიშნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

იოსებ სტალინის ხსოვნისადმი პატივსაცემად მის დაბადების დღეზე გორში, "ხალხის ბელადის" სახლ-მუზეუმთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ სტალინის პლაკატები და პორტრეტები, ასევე საბჭოური სიმბოლიკის წითელი დროშები. შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც 2010 წლამდე ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან სტალინის ძეგლი იდგა.

ყველა ახალი ამბავი
0