ჩირაღდნების მსვლელობა: რიგაში ლატვიის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

გამოწერა

ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს რიგის მცხოვრებლებმა ტრადიციული 99-ე ყოველწლიური ჩირაღდნების მსვლელობა გამართეს. იხილეთ მსვლელობის ვიდეო კადრები

ცეცხლოვანი მსვლელობა "ყველა ლატვიისათვის" ეროვნული მოძრაობის დროშებითა და სახელმწიფო დროშებით ნახევარ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, იუწყება "რია ნოვოსტი".

ჩირაღდნების მსვლელობა ტრადიციული აქციაა, რომლის ორგანიზატორიც არის მემარჯვენე-რადიკალური საპარლამენტო პარტია ეროვნული გაერთიანება "ყველა ლატვიისათვის". ნოემბრის ჩირაღდნების აქციაზე ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა, მაგალითად, გასულ წელს, ორგანიზატორების შეფასებით, მასში დაახლოებით 17 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0