00:10 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ მომიტინგეებმა მანილაში აშშ-ის დროშები დაწვეს

მოკლე ბმულის მიღება
12 0 0
© Ruptly.

ფილიპინებზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ვიზიტის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის ღონისძიების გამართვის ადგილზე მივიდნენ და ამერიკის რამდენიმე დროშა დაწვეს.

პარასკევს მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის 31-ე სამიტი დაიწყო. ძირითადი ღონისძიებები 13-14 ნოემბერს იმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი". სამიტში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 20 ქვეყნის მეთაური, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი დიმიტრი მედვედევი, ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, კანადის მთავრობის მეთაური ჯასტინ ტრიუდო, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და სხვები. სამიტში ასევე მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

თემაზე

საშინელი მიწისძვრა ერაყისა და ირანის საზღვართან: სტიქიური უბედურების კადრები
დეკორატიული საჰაერო ბურთი მათთვის, ვინც გაფრენაზე ოცნებობს
მოკლე საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის ვიეტნამის სამიტზე
ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით

მეტი ვიდეო

მთავარი თემები