თბილისში ევგენი ევტუშენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

გამოწერა

თბილისში პოეტ ევგენი ევტუშენკოს 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება.

პოეტ ევგენი ევტუშენკოს 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალურ-პოეტური საღამო სახელწოდებით "გმადლობთ სამუდამოდ" თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა "რუსული კლუბი" სტუმრებს წარმოუდგინა მომდევნო წიგნი სერიიდან "რუსები საქართველოში", რომელიც რუს პოეტს ეძღვნება. წიგნის "სიყვარულის კვალი. ევგენი ევტუშენკო" ავტორია ინა ბეზირგანოვა. კონსერვატორიის ფოიეში გაიმართა ფოტოგამოფენაც "ევგენი ევტუშენკო საქართველოში".

ყველა ახალი ამბავი
0