03:58 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
ვიდეო

სვანური მარილი: ბელარუსის ელჩი ლეგენდარული სანელებლის მიწოდებას მოითხოვს

მოკლე ბმულის მიღება
ქართული სამზარეულო (28)
124530
© Sputnik / Alexander Imedashvili

სვანური მარილის უჩვეულო პოპულარობაზე ბელარუსში Sputnik-საქართველოს ელჩი მიხაილ მიატლიკოვი ესაუბრა.

ბელარუსში ქართული სანელებლებიდან ყველაზე პოპულარული სვანური მარილია. მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ საქართველოში ბელარუსის ელჩის, მიხაილ მიატლიკოვის აზრით, აუცილებელია ამ სანელებლის მუდმივი მიწოდების საკითხი მოგვარდეს.

„სვანური მარილი ყველა ბელორუსს მოსწონს. როცა სამშობლოში  მივდივარ ხოლმე, თან აუცილებლად მიმაქვს სვანური მარილი. ყველა სტუმარი ყიდულობს მას. ის, ვინც პირველად გასინჯავს სვანურ მარილს, მერე მირეკავს და მთხოვს, კიდევ ჩავუტანო ეს სანელებელი. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა ისაა, რომ საქართველოდან ბელარუსის ბაზარზე სვანური მარილის საწარმოო მასშტაბებით მიწოდების საკითხი მოვაგვაროთ, რათა მისი ტარება სამგზავრო ბარგით აღარ გვიხდებოდეს“, — განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა. 

თემები:
ქართული სამზარეულო (28)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები