გრიგალი მოსკოვში: მოგლეჯილი ხეები და ახდილი სახურავები

გამოწერა

მოსკოვში ამოვარდნილი გრიგალის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა უამრავი ვიდეორგოლი, რომლებზეც სტიქიური უბედურების ამსახველი კადრები იყო. იხილეთ თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები, თუ როგორ გლეჯდა ხეებს და ხდიდა სახურავებს შენობებს გრიგალი.

გრიგალს ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის თანხლებით 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბნებში. წაიქცა ასობით ხე, განადგურდა ავტომანქანები და დაირღვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, სტიქიის გამო დაზარალდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზარალებულებს მოსკოვის რამდენიმე საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება. გრიგალის დროს ხალხის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვში მიმდინარეობს მოკვლევა, იუწყება რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელის თანაშემწე იულია ივანოვა.

გრიგალის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოიყო მოსკოვისა და პოდმოსკოვიეს ცენტრალური ფედერალური ოლქის სახანძრო-სამაშველო გარნიზონები, ასევე ცენტრების Лидер და Центроспас მაშველები, ნოგინსკის სამაშველო ცენტრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში გრიგალთან დაკავშირებით მოქმედებს "ცხელი ხაზი", ინფორმაციას ავრცელების უწყების პრეს-სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0