"კატიუშამ" გული აუჩუყა თბილისელებს: ქუჩის მუსიკოსმა გამარჯვების დღეს ჯეკპოტი მოხსნა

გამოწერა

"კატიუშას" შესრულებით მოყვარულმა მუსიკოსმა გამარჯვების დღეს ვაკის პარკში ათობით ადამიანი შეკრიბა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ასრულებდა ქუჩის მუსიკოსი ომის პერიოდის სიმღერებს.

გამარჯვების დღე ტრადიციულად ვაკის პარკში აღინიშნა, სადაც უკვე წლებია დღესასწაულზე იკრიბებიან ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები, რათა პატივი მიაგონ ომში დაღუპულთა ხსოვნას. პარკის ცენტრში არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ანთია მარადიული ცეცხლი, მაღლობზე კი 28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება არის აღმართული.

პარკში გამარჯვების დღეს ქუჩის მუსიკოსი უკრავდა, რომლის გარშემოც ათობით ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი მუსიკოსის მიერ შესრულებულ ომის დროინდელ სიმღერებს უსმენდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0