14:02 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

გაცოცხლებული კინო: მოდელების მონაწილეობით გამართული პერფორმანსი თბილისის მოდის კვირეულზე

მოკლე ბმულის მიღება
1210
© Sputnik / Alexander Imedashvili

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონია მსახიობ სოფიკო ჭიაურელს მიუძღვნეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ საზეიმო ცერემონია ათობით უცხოელი სტუმრისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონის გახსნა მიეძღვნა ლეგენდარული ქართველის მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის პიროვნებას, ჩაცმის სტილს, მის როლებს ცნობილ ფილმებში (Tbilisi Fashion Week). პერფორმანსის დროს ღვინის №1 ქარხნის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში უჩვენეს მრეცხავების ცეკვის სცენები კინომიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები". სტუმრებს ასევე უჩვენეს მოტივები სერგეი ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი", სადაც სოფიკო ჭიაურელმა ყველა მთავარი როლი  შეასრულა.

Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა ზამთარი 2017-ის კოლექციები იქნება წარმოდგენილი, თბილისში 20-23 აპრილს ჩატარდება. კვირეულის ყველა მთავარი მოვლენა თბილისის ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" შედგება.

"ხუთი დღის განმავლობაში ქართველი დიზაინერები წარმოადგენენ საკუთარ კოლექციებს. ღონისძიებაზე ბევრი მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმარი და პრესის წარმომადგენელია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და მიხარია, რომ თბილისმა ფაქტიურად უკვე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო მოდის რუქაზე", — განაცხადა თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მოვლენებს უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუმარი ესწრები, და მათ შორის უცხოური პრესის წარმომადგენლები. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება თბილისში, როგორ ვითარდება ქალაქი, როგორც რეგიონის კულტურული ცენტრი, და რამხელა მნიშვნელობას იძენს ის", — აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

"მოდის კვირეულის გახსნა ქართული კულტურის ლეგენდას მიეძღვნა და ძალიან სიმბოლურია, რომ ზუსტად წელს აღინიშნება ჩვენი ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელის იუბილე", — განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

თემაზე

თბილისში მოდის კვირეული სოფიკო ჭიაურელის საპატივცემო პერფორმანსით გაიხსნა
მართვის ხელოვნება ქართულად, ანუ როგორ ავარიდოთ თავი საცობს
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“: სტუმრებს საინტერესო პროგრამა ელით
ხაშურელმა კაცმა დრონზე ჩამოკიდებული ჰამაკით გაისეირნა ცაში

მეტი ვიდეო

მთავარი თემები