საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

გამოწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა ლატვიელმა კოლეგამ რაიმონდ ვეიონისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტიდან დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

"ჩემი ვიზიტი საქართველოში ჩვენი მეგობრობის, ორ ქვეყანას შორის დიდი პარტნიორობის დადასტურებაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბევრი გააკეთა. ამ თვალსაზრისით საქართველო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის კარგი მაგალითია", — აღნიშნა პრესკონფერენციაზე ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა.

საპატიო ყარაული და ორი ქვეყნის ჰიმნი: GEO VERSION - Sputnik საქართველო
საპატიო ყარაული და ორი ქვეყნის ჰიმნი: რაიმონდ ვეიონისი საქართველოს ეწვია

მისმა ქართველმა კოლეგამ გიორგი მარგველაშვილმა დაამატა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობას დიდი პოტენციალი გააჩნია.

"საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა მიმართულებებითაა შესაძლებელი. ეს ეხება ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სამხედრო სფეროებს. ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი ასევე დაკავშირებულია შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებასთან, სადაც ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0