"Нана, ты супер!" - ასე ამხნევებდნენ НТВ-ს ქართველ კონკურსანტს მეგობრები

გამოწერა

პროექტის "Ты супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილს კონკურსზე გამოსვლის შემდეგ მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ამხნევებდნენ კონკურსის მონაწილეს მას შემდეგ, რაც მან შემდეგ ეტაპზე გადასვლა  ვერ შეძლო.

მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის "Ты супер!" ქართველმა მონაწილე ნანა ვარძელაშვილმა მეორე ტური ვერ გადალახა.

ნანას კანდიდატურა წინასწარი კასტინგის საფუძველზე შეირჩა. 12 წლის ნანა ქარელიდან მუსიკის მასწავლებელთან, მანონი მანაგაძესთან ერთად გაემგზავრა იანვარში მოსკოვში.

ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს და რადიოს  საერთო პროექტი "Ты супер!" მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან აძლევს შანსს, გააკეთონ განაცხადი საკუთარი თავის შესახებ.

ნანა ვარძელაშვილი ცხოვრობს ქარელში. ნანას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მამას ის პაქტიურად ვერ ხედავს. ბებიას მუშაობამ მოუწია იმისათვის, რომ დაობლებულ შვილიშვილზე ეზრუნა. ახლა ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც გოგონას დატოვებაზე დათანხმდნენ, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს. ნანა ყოველთვის მღეროდა. ამბობს, რომ ეცდება უფრო მეტი ივაჯიშოს, რათა აისრულოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დედის ოცნებაც — გახდეს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0