საქართველოს დედაქალაქში „მისტერ და მის თბილისი 2017“ აირჩიეს

გამოწერა

თბილისში სილამაზის მეხუთე საიუბილეო კონკურსის "მისტერ და მის თბილისი 2017" ფინალური ტური ჩატარდა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აირჩიეს გამარჯვებულები.

დედაქალაქის ყველაზე ლამაზ გოგონად თბილისის მცხოვრები თეკლა გილაშვილი დასახელდა, ყველაზე ლამაზ მამაკაცად კი — რომა რამაზაშვილი. სილამაზის კონკურსის გამარჯვებულები ბაქოში გაემგზავრებიან.

გამარჯვებულები ნომინაციაში "მაყურებლის სიმპათია" გამოვლინდა SMS-ხმის მიცემით, ხოლო ამ ნომინაციაში ჯილდო იყო ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საგზური.

კონკურსში მონაწილეობის კასტინგი ბიჭებისათვის და გოგონებისათვის 16-დან 24 წლამდე 2017 წლის თებერვალში გამოცხადდა. კონკურსზე მოსახვედრად პრეტენდენტებს უნდა დაეკმაყოფილებინათ შემდეგი პარამეტრები: გოგონას სიმღლე 1,68 მეტრიდან, ბიჭის სიმაღლე 1,8 მეტრიდან. კასტინგი გაიარა სულ შვიდმა გოგონამ და ხუთმა ბიჭმა. ისინი ორი კვირის განმავლობაში სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ: ვარჯიშობდნენ, სწავლობდნენ დეფილირებას და მონაწილეობდნენ ფოტოსესიებში. კონკურსანტებს აფასებდა ჟიური, რომელიც ცნობადი სახეებისგან და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისაგან შედგებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0