ბათუმში ყველაზე გემრიელი სომხური გათა აირჩიეს

გამოწერა

ბათუმში სომხური გათის ფესტივალი ჩატარდა, სადაც ამ ეროვნული კერძის ათეულობით სახეობა იყო წარმოდგენილი. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა დღესასწაული.

ბათუმის სომხური სამოციქულო ეკლესიის, "სურბ პრკიჩის" მონაწილეობით ბათუმში გაიმართა სომხური გათის ფესტივალი, რომელშიც ქალაქის სომხური საზოგადოება მონაწილეობდა.

სომხური გათის ფესტივალი - Sputnik საქართველო
სომხური გათის ფესტივალი ბათუმში: საუკეთესო კადრები

ფესტივალში მონაწილეობა ბათუმის ათობით მცხოვრებმა მიიღო, რომლებმაც ფესტივალზე ორმოცზე მეტი სახეობის გათა წარმოადგინეს.

ფესტივალის გამარჯვებულებად დასახელდნენ დიანა მხიტარიანი და ანჟელა ანტონიანი, როგორც ფესტივალზე წარმოდგენილი ყველაზე გემრიელი გათების ავტორები. სომხური გათის კონკურსში გამარჯვებისათვის დიანა და ანჟელა დააჯილდოვეს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გაიმართა სომხური საზოგადოების მიერ ორგანიზებული კონცერტი.

ყველა ახალი ამბავი
0