"მის მკერდი 2017"-ის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

გამოწერა

კონკურსი "მის მკერდი 2017" გადამწყვეტ ფაზაში შედის — ორგანიზატორები სანახაობრივ ღონისძიებას გვპირდებიან. "Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფი კონკურსის ორგანიზატორ ნინო ადამაშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

კონკურსი "მის მკერდი" უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. მონაწილეები ბევრნი არ არიან — ბევრმა გოგონამ ვერ გარისკა პირველობისათვის ბრძოლა ასეთ შეჯიბრში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონკურსი უკვე პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ბევრი ადამიანი კონკურსის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი — ძირითადად ტრადიციული ცხოვრების წესის მიმდევრები.

"ჩვენს კონკურსში ძალიან ლამაზი გოგონები მონაწილეობენ. კონკურსისნახევარფინალი აპრილში გაიმართება, გრანდიოზული ფინალი კი — მაისში. ჩვენს მაყურებლებს ბვრი სიურპრიზი ელით, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფლეშმობს სექსიზმის წინააღმდეგ. გამარჯვებულის გამოსავლენად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპეტენტური ჟიუსი, რომელშიც შედის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ათი ადამიანი. მთავარი პრიზის გარდა, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მათ რჩეულ გოგონებს საკუთარ პრიზებს გადასცემენ", — "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა კონკურსის ორგანიზატორმა ნინო ადამაშვილმა.

ორგანიზატორებს ასევე სურთ, რომ კონკურსი აქციონ არა მხოლოდ უფრო მასობრივად, არამედ საერთაშორისოდ. მიმდინარე "მის მკერდი" კონკურსში უკვე მონაწილეობენ არა მხოლოდ საქართველოს მცხოვრებლები, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.

ყველა ახალი ამბავი
0