ასობით მართლმადიდებელი დახვდა ილია მეორეს თბილისის აეროპორტში

გამოწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ესალმებოდნენ მართლმადიდებელი მორწმუნეები ქართული ეკლესიის მეთაურს თბილისის აეროპორტში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი თბილისში ორშაბათს ჩამოვიდა გერმანიიდან, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ასობით მორწმუნე დახვდა. თბილისის მერიამ ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელად უფასო ავტობუსები გამოყო, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა შესაძლებლობა, დახვედროდა სულიერ მამას.

ილია მეორე სპეციალურად გადმოვიდა მანქანიდან, რომელიც მას აეროპორტში დახვდა, რათა მისალმებოდა მრევლს და დაელოცა. ილია მეორეს ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა ვირუსის შემდგომმა გართულებებმა შეუქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0