16:29 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

გემრიელი რეცეპტები: გოგრა ტკბილი გულსართით

მოკლე ბმულის მიღება
ქართული სამზარეულო (21)
28541
© Sputnik / Denis Aslanov

სპეციალურად „Sputnik–საქართველოსთვის“ კულინარიული აკადემიის სტუდენტმა ალექსანდრე ბაინდურაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნა და გაგვიზიარა "ტკბილგულსართიანი გოგრის" რეცეპტი. იხილეთ ჩვენი ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ მოვამზადოთ ეს კერძი.

იმისათვის, რომ მოვამზადოთ ეს კერძი, დაგვჭირდება: საშუალო ზომის გოგრა, სასურველია რბილი ქერქით; 300-350 გრამი ბრინჯი; 100 გრამი შაქარი; ერთი ფორთოხალი; ერთი ლიმონი; ერთი კომში; ოთხი კივი; 500 გრამი სხვადასხვა ხილის ჩირი; 200 გრამი ნიგოზი; ვანილი მომცრო ზომის შეფუთვით.

მომზადების წესი: თავდაპირველად გოგრას ვაჭრით ზედა ნაწილს და თესლს ვაშორებთ. შემდეგ ვხარშავთ ბრინჯს ოდნავ მარილიან წყალში, შემდეგ ვაციებთ ცივი წყლით და ველით მის ჩამოწურვას. ბრინჯს ვუმატებთ ლიმნისა და ფორთოხლის ქერქს, თხლად ვჭრით კომშს, კივის, ნიგოზს, ჩირს და ვუმატებთ ფორთოხლის წვენს, შაქარს და ვანილს. ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ.

მიღებულ მასას ვათავსებთ გოგრაში, ვაფარებთ ზემოდან და ვდგამთ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. როდესაც გოგრა გარედან კარგად შეიწვება და ქერქი დარბილდება, შეგვიძლია გამოვიღოთ ღუმელიდან და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

თემები:
ქართული სამზარეულო (21)

თემაზე

Нана, ты супер! – ასე გამოხატეს გრიბოედოვის თეატრში მხარდაჭერა
ბუქარესტში მთავრობის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოში ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით ფილმი გადაიღეს
რა იციან აზერბაიჯანელებმა საქართველოს შესახებ ღვინის გარდა

მეტი ვიდეო

მთავარი თემები