06:11 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

Нана, ты супер! – ასე გამოხატეს გრიბოედოვის თეატრში მხარდაჭერა

მოკლე ბმულის მიღება
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!" (36)
16210
© Sputnik / Alexander Imedashvili

თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობებმა და მაყურებლებმა წარმატება უსურვეს ნანა ვარძელაშვილს, რომელიც მონაწილეობს კონკურსში Ты супер! იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორი ემოციებით გამოხატეს მხარდაჭერა გრიბოედოვის თეატრის პატარა მაყურებლებმა და მსახიობებმა სპექტაკლის "კარლსონის საახალწლო თავგადასავლები" დასრულების შემდეგ.

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი, 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ტელეკომპანია НТВ-ს საერთაშოერისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მონაწილე გახდა. მისი კანდიდატურა წინასწარი კასტინგის შედეგად შეარჩიეს.

НТВ-ს პროექტი მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შანსს, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. მისი მონაწილეები გახდებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების აღსაზრდელები. შოუს მონაწილეთა უმეტესობისთვის ეს ცხოვრებაში პირველი მოგზაურობა იქნება საკუთარი ქალაქის ფარგლებს მიღმა.

პროექტის Ты супер! ფარგლებში მონაწილეებთან იმუშავებენ პროფესიონალი პედაგოგები და მუსიკალური პროდუსერები. პროექტის მსვლელობის პერიოდში ისინი სკოლის პროგრამის შესწავლას არ შეწყვეტენ.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი შოუს Ты супер! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

პროექტის განმავლობაში Sputnik-ი საკუთარი რესურსებით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მკითხველებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ კონკურსანტების წარმატებებსა და გამარჯვებებს ონლაინ-დღიურებითა და პირდაპირი ტრანსლაციებით. სოციალურ ქსელებში სააგენტოს ოფიციალურ აკაუნტებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს მისთვის სასურველ მონაწილეს.

თემები:
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!" (36)

თემაზე

ბუქარესტში მთავრობის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოში ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით ფილმი გადაიღეს
რა იციან აზერბაიჯანელებმა საქართველოს შესახებ ღვინის გარდა
აშშ-ში აპროტესტებენ ტრამპის ბრძანებულებას ტერორიზმისგან თავდაცვის შესახებ

მეტი ვიდეო

მთავარი თემები