06:44 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
ვიდეო

საქართველოში ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით ფილმი გადაიღეს

მოკლე ბმულის მიღება
23110
© Sputnik / Denis Aslanov

„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ცნობილი ამერიკელი მწერლის ო'ჰენრის "ჯიმი ვალენტაინის გარდასახვის" მიხედვით ფილმის გადაღებას დაესწრო, სადაც მოქმედება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკაში ხდება.

საქართველოში მწერალ ო'ჰენრის მოთხრობის "ჯიმი ვალენტაინის გარდასახვის" მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს. ფილმის გადაღება 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და გორში. გადასაღები მოედნები იყო როგორც ქალაქის ქუჩები და თეატრის პავილიონები, ასევე სასტუმროები და კერძო სახლ-მუზეუმები. ფილმის ერთ-ერთი მთავარი სცენა გადაღებულია იოსებ სტალინის კერძო ვაგონში, რომელიც ქალაქ გორში ქართველი მთავარსარდლის სახლ-მუზეუმში დგას.

"გადავწყვიტე ო'ჰენრის ამ მოთხრობის ეკრანიზაციის გადაღება, რადგან ეს ეპოქა ძალიან მიმზიდველია. როდესაც არის საშუალება გადაინაცვლო იმ დროში და ქართული თვალით შეხედო გასული საუკუნის ამერიკას — ეს საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ფილმის რეჟისორმა გიორგი გერსამიამ.

ფილმში დაახლოებით 30 მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის არის ცნობილი ქართველი მუსიკოსი რომან რცხილაძეც, რომელმაც ფილმისთვის მუსიკა დაწერა. რეჟისორის გადაწყვეტილებით, რცხილაძემ ფილმში ერთ-ერთი მთავარი — მისტერ ადამსის როლი შეასრულა.

თემაზე

რა იციან აზერბაიჯანელებმა საქართველოს შესახებ ღვინის გარდა
აშშ-ში აპროტესტებენ ტრამპის ბრძანებულებას ტერორიზმისგან თავდაცვის შესახებ
რა იციან ერევნის მცხოვრებლებმა საქართველოს შესახებ
თავდასხმა ლუვრში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

მეტი ვიდეო

მთავარი თემები