რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში რუსი დიპლომატების გადაბირების მცდელობის შესახებ

გამოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე უცხოური სპეცსამსახურების მიერ რუსი დიპლომატების გადაბირების მცდელობის შესახებ ისაუბრა.

აშშ ბოლო წლების განმავლობაში რუსი დიპლომატების გადაბირებას უფრო აქტიურად ცდილობს, განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

"თუ ვისაუბრებთ გადაბირების მცდელობებზე, ჩვენ არ ვახმოვანებდით სრულ სტატისტიკას, მაგრამ ბოლო დროს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ობამას ადმინისტრაციის მეორე ვადის პერიოდში ჩვენი დიპლომატების მიმართ ასეთმა აქტივობამ იმატა", — განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში აშშ-ის საელჩოს დიპლომატებს არაერთხელ მიუღიათ რუსული ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0