შავ ზღვაში მაშველები გემებისა და ვერტმფრენების საშუალებით ტუ-154-ის ნამსხვრევებს ეძებდნენ

გამოწერა

დაახლოებით 3 ათასი ადამიანი განაგრძობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას Ту-154-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავ ზღვაში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ატარებს თვითმფრინავის ნასმხვრევებისა და ბორტზე მყოფი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური.

საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისთვის მუშაობს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, გამოიყენება 200 ერთეული ტექნიკა, 30 საზღვაო ხომალდი, 7 თვითმფრინავი, 12 ვერტმფრენი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური.

სამაშველო ოპერაცია ღამითაც არ შეჩერდება – თვითმფრინავის ჩამოვარდნის რაიონში განათებები დამონტაჟდება.

დღის განმავლობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სანაპირო ზოლი შეისწავლა და 240 კვადრატული კილომეტრი შემოიფრინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, კვირას, დილით შავ ზღვაში ჩავარდა. უწყების ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო — 8 სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 მსახიობი, ასევე რუსული საინფორმაციო საშუალებების 9 წარმომადგენელი, საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა და ფედერალური სამსახურის 2 წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0