პუტინი: კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Ту-154-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ 26 დეკემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსეთის პრეზიდენტმა Ту-154-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ხვალ რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდება", — მიმართა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინციდენტის გამოძიება ჩატარდება.

"კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და გაკეთდება ყველაფერი, რომ დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ", — განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავში 92 ადამიანი იმყოფებოდა — ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი, მათ შორის იყვნენ ალექსანდროვის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 64 მსახიობი, რომლებიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჯგუფისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ სირიაში, ჰმეიმიმის ბაზაზე. თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდა ჟურნალისტთა ცხრაკაციანი ჯგუფი და საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა. რუსეთის "პირველმა არხმა", НТВ-მ და "ზვეზდამ" საკუთარი კოლეგა-ჟურნალისტების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.

ყველა ახალი ამბავი
0