რუსეთის თავდაცვის წარმომადგენელმა სოჭში ჩამოვარდნილი „ტუ-154“-ის შესახებ ისაუბრა

გამოწერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა სოჭში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ განცხადება გაავრცელა. Ту-154 ადლერის აეროპორტიდან აფრინდა ლატაკიის მიმართულებით. საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

სოჭის რაიონში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო Ту-154-ის ბორტზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

"თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი იმყოფებოდა", — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ძალებსა და საშუალებებს ზრდის Ту-154-ის ჩამოვარდნის რაიონში.

"თვითმფრინავის ძებნის რაიონში ახლა 4 საზღვაო ხომალდი და 5 ვერტმფრენი გამოიყენება, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. ძალები და საშუალებები კიდევ უფრო მოიმატებს", — განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154 ადლერის აეროდრომიდან აფრენიდან 7 წუთის შემდეგ ჩამოვარდა. საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო — სამხედრო მოსამსახურეები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის მსახიობები, ასევე რუსული საინფორმაციო საშუალებების 9 წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0