მოსკოვში ანდრეი კარლოვის პანაშვიდი ჩატარდა

გამოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ჩატარდა თურქეთში დაღუპული რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის სამოქალაქო პანაშვიდი. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კოლეგებმა, ნათესავებმა და მოკლული დიპლომატის მეგობრებმა.

ანდრეი კარლოვისათვის პატივის მისაგებად და გამოსამშვიდობებლად პანაშვიდზე მივიდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, დიპლომატი, ნათესავი და ახლობელი. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც იმავე დღეს დიდი პრეს-კონფერენცია ჰქონდა ჩატარებული.

რუსეთის ლიდერმა სასახლეზე ვარდების კონა დადო, დაემშვიდობა დიპლომატს და ოჯახს მიუსამძიმრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაღუპული ელჩის შესახებ ისაუბრა.

"მას ქონდა უმაღლესი ადამიანური თვისებები — ის იყო კეთილი, მანდ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განვითარებაში", — განაცხადა ლავროვმა სამოქალაქო პანაშვიდზე.

დიპლომატი მოკლეს ორშაბათს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე. მკვლელს, რომელიც დაცვის წევრი ეგონათ, ერქვა მევლუთ მერთ ალთინთაში და ის 2 წელზე მეტ ხანს პოლიციაში მუშაობდა. თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლედ. მედიის ინფორმაციით, ის სირიულ შეიარაღებულ კოალიცია "ჯეიშ ალ-ფათხში" იყო გაწევრიანებული, რომელშიც გაერთიანებულები არიან რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული "ჟებჰათ ან-ნუსრას" ბოევიკები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში რუსეთიდან სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა გარდაცვლილ კარლოვს რუსეთის გმირის ტიტული მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0