მოსკოვში მეტროსადგურ "კოლომენსკაიასთან" აფეთქება მოხდა. კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ხუთშბათს, დილით მოსკოვის მეტროს სადგურ "კოლომენსკაიას" სამხრეთ მოსაცდელში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი. იხილეთ პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ექვსი ადამიანი დაშავდა ბუნებრივი აირის ბალონის ჰერმეტულობის დარღვევის გამო მეტროს სადგურ "კოლომენსკაიას" მოსაცდელში მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

მიმდინარეობს მომხდარი ფაქტის გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, რომლებიც თვითმხილველების დაკითხვას აწარმოებენ, ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მასალაში.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:20 საათზე მოხდა. წყარო სამართალდამცველი ორგანოებიდან აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო შემდუღებლების მიერ ბუნებრივი აირის ბალონთან არაფრთხილი მოპყრობა.

მოტროპოლიტენმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებს შეამოწმოს, თუ როგორ იცავენ სამშენებლო კომპანია შპს "როსტ-ე"-ს თანამშრომლები უსაფრთხოების წესებს.

სადგური უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0