თავდასხმა ალმათის პოლიციის განყოფილებაზე - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ალმათის პოლიციის განყოფილებას უცნობი პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი პოლიციელი დაიღუპა. ქალაქში ტერორიზმის საფრთხის „წითელი“ დონე შემოიღეს. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ალმათი - Sputnik საქართველო
ალმათში თავდასხმისას სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

18 ივლისს ალმათის ცენტრში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ სროლის ხმა ქალაქის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.

ალმათის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოქალაქეებს აუცილებლობის გარეშე საცხოვრებელი სახლების დატოვებისა და თავყრილობებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, პოლიცია მოსახლეობას ყველა საეჭვო პირთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას სთხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0