ბოგოტაში აფეთქების ადგილზე მეხანძრეები შენობის აალებულ ნანგრევებს აქრობდნენ

გამოწერა

კოლუმბიის დედაქალაქში ფარმაცევტულ კომპანიაში ბუნებრივი აირის გამო გამოწვეული აფეთქების შედეგად დაშავდა 19 ადამიანი და დაზიანდა 16 სახლი. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები.

დაახლოებით 60 მეხანძრე მივიდა ბოგოტაში ფარმაცევტული კომპანიის შენობაში აფეთქების ადგილზე აალების შედეგების ლიკვიდაციისათვის. შემთხვევის ადგილზე დაშავებულთა დასახმარებლად ასევე მივიდა სასწრაფო დახმარების 12 მანქანა, იუწყება სააგენტო Ruptly.

დაზიანება მიიღო 16–მა ნაგებობამ, არსებობს სამი მათგანის დანგრევის საფრთხე. დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი. აფეთქების მიზეზები ჯერ–ჯერობით დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ–ერთი ვერსია ეთილენის ოქსიდის აფეთქებაა.

დაზარალებული რაიონის მოსახლეობა უკვე დიდი ხანი ითხოვდა ხელისუფლებისგან საწარმოს სხვა ადგილზე, ქალაქ გარეთ გადატანას, თუმცა ეს თხოვნა არ შესრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0