მიტინგი შედეგების გარეშე: მინსკში არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოწერა
ოპოზიციის არასანქცირებული საპროტესტო აქცია ჩატარდა ოკტიაბრსკის მოედანაზე მინსკში საარჩევნო უბნების ოფიციალური დახურვის შემდეგ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

ოპოზიციის არასანქცირებული საპროტესტო აქცია ჩატარდა ოკტიაბრსკის მოედანაზე მინსკში საარჩევნო უბნების ოფიციალური დახურვის შემდეგ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

რესპუბლიკის სასახლის წინ მოედანზე საპროტესტო აქცის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ მოიყარა თავი, რომლებმაც არჩევნებს და თეთრ–წითელ–თეთრ და ევროკავშირის დროშებს ბოიკოტი გამოუცხადეს. აქციის გასაშუქებლად მივიდა უამრავი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოური მედიის წარმომადგენლები. მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სამოქოლაქო ფორმებით, იუწყება Sputnik ბელორუსია.

მინსკში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორზე პროტოკოლი შედგა.

როგორც Sputnik კორესპონდენტი იტყობინება, მილიციამ ამ აქციის დაუშვებლობის შესახებ ისინი გაართხილა, თუმცა არავინ დაუკავებია. არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებმა მოედანზე განლაგებული ნივთებით ინსტალაცია გააკეთეს. მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგს "Жыве Беларусь!" და ფაიერებს ანთებდნენ.

მოედანზე ასევე იმყოფებოდა ათობით ახალგაზრდა ადამიანი. ისინი აქციაში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. ისინი რესპუბლიკის სასახლესთან განთავსებულ პლაზმურ ეკრანზე სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლას უყურებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0