მუსიკოსები თბილისის წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებიან

გამოწერა
თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი „ცა მეტია ვიდრე 13“ ჩატარდა. ღონისძიება ქართული ტელეარხების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა წყალდიდობით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

კონცერტში 24 ცნობილი ქართველი შემსრულებლისა და ჯგუფის გარდა, მონაწილეობა მიიღო ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Uriah Heep-ის წევრმა კენ ჰენსლიმ. ის სცენაზე ქართველ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა.  

კონცერტის მსვლელობისას ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ტელემარათონი მოეწყო, რომლის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაზარალებულებისთვის თანხის გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც ეკრანზე იყო მითითებული. 

13 ივლისს თბილისში მოსული თავსხმა წვიმისა და მეწყრული პროცესების შედეგად, დაიტბორა თბილისის ცენტი, ფაქტობრივად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, პარკი „მზიური“ და ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, წყობიდან გამოვიდა დედაქალაქის ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი − ვაკე-საბურთალოს გზა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, ხოლო სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ზარალი მიადგა 110 ოჯახს. 

ყველა ახალი ამბავი
0