წყალდიდობის შემდეგ თბილისის დასახმარებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

გამოწერა
წყალდიდობის გამო დაზიანებულ გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სამშაბათს, 16 ივნისს აღდგა. გარდა ამისა მოძრაობა აღდგენილია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც, რაც არგენით სამუშაოებში ათასობით მოხალისის მონაწილეობამ განაპირობა.

მიუხედავად ამისა, მთავრობის თხოვნა მოსახლეობის მიმართ, შეიკავონ თავი ავტომანქანებით გადაადგილებისგან, ძალაში რჩება, რათა უბედური შემთხვევის ზონაში ხელი არ შეეშალოს სამძებრო სამუშაოებს, დასუფთავებასა და სპეცტექნიკის გადაადგილებას.

14 ივნისის ღამეს წყალდიდობის შედეგად ქალაქის ცენტრში დაიტბორა ვაკე-საბურთალოს გზა, გმირთა მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპირო იუსტიციის სახლის ტერიტორიამდე. წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 15 ადამიანი, 7 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, დამანგრეველი წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც თბილისის გარეუბანში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს დროებითი გადაკეტვა მოჰყვა, ამის გამო კი წყლის დონემ აიწია და დედაქალაქის ცენტრს თავს დაატყდა.

ყველა ახალი ამბავი
0