მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სოჭში ავიაშოუზე მფრინავებმა ჰაერში გული დახატეს

გამოწერა
30–ზე მეტი პილოტი 18 თვითმფრინავითა და 10 ვერტმფრენით მონაწილეობდა ავიაშოუში, რომელიც სოჭის ოლიმპიურ პარკში ტურიზმის მხარდასაჭერად ჩატარდა. იმისათვის, რომ მაყურებელს შოუს ყველა დეტალი კარგად დაენახა, ტრიუკები შედარებით დაბალ სიმაღლეზე სრულდებოდა.

მაქსიმალურად მოკლე ინტერვალებსა და დისტანციებში სინქრონული პილოტაჟის ოსტატობა აჩვენეს საპილოტო ჯგუფებმა "Русь", "Первый Полет", "ЦСКА" და "Балтийские пчелы".

საერთაშორისო უმაღლესი დონის საპილოტო ჯგუფის "Русь" სინქრონული პილოტაჟის ოსტატების ჯგუფმა მსუბუქი რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავით 39 Albatros შეასრულა ურთულესი ელემენტები ფერადი ბოლის თანხლებით.

პრიბალტიკური სახელმწიფოების ერთადერთმა კერძო სამოქალაქო საპილოტო ჯგუფმა "Балтийские пчелы", მჭირდო განლაგებაში პილოტაჟის განუმეორებელი ფიგურა უჩვენეს.

საავიაციო ჯგუფის "Первый полет" პროგრამაში ასევე გამოიყენებოდა დგუშიანი ძრავის მქონე თვითმფრინავები Як-52 и Як-54, იუწყებიან სოჭის ავტოდრომის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0