ახალგაზრდა მწერალი და ბლოგერი დინა მირცხულავა მკითხველს საკუთარ ჩანახატებს აცნობს
და იმდენჯერ, იმდენჯერ ვაპატიე, სანამ საბოლოოდ არ შემძულდა და ქაღალდის ნაგლეჯზე გაკრული ხელით არ მივუწერე: „წავედი!“
მორჩა, გაყიდული ამბიდან სამოცდაათი თეთრი დამრჩა. რაღაც იქნება, თავს ვიიმედებ. რა გამოლევს ბავშვებს იებით ხელში...
რამდენჯერ ავფრენილვარ შენი ბუდიდან ვითომ დიდი გოგო და რამდენჯერ მოვსულვარ უკან პირდაფჩენილი უმწეო ბარტყივით. შენ კი, ვითომც არაფერი მომხდარა, ისე გადაგიკრავს ჩემ საწოლზე ახალი თეთრეული...
სადღაც მქონდა წაკითხული, რომ ასე უსახელოდ, „ის არის“, მხოლოდ ძალიან თავისიანებზე ამბობენო და მთელ სხეულში დამთბა...
ჩემი მთვრალი მეგობარი მიყვარს. წლების წინ ჩემს მეგობარს უყვარდა, ისე უყვარდა, ისე... სანაძლეოს დავუდებ ღმერთს, დედამიწაზე ამნაირი სიყვარული თუ ენახოს, რა!
მახსოვს, დალეული ბავშვი, ფართოდ გახელილი თვალებით რომ შემიყვანა საკლასო ოთახში და ჩემი თავი გააცნო კლასელებს. დევნილი ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი...
უგერგილოდ ჩაუარა მათხოვრებს, ყვავილებს, სუვენირებს, სამკაულებს. აღარაფერს ეძებს, აღარაფერს ათვალიერებს. მე რომ მიყვარდა, მაშინ სულ თვალებს აცეცებდა...
ადგილიდან მოვწყდი. საქანელას დავუბრუნდი. დაჯდომა ვერ გავბედე. მეტიც, ვიჯექი სილაში, გვირაბები გამყავდა და იმ საქანელას ვდარაჯობდი, რომ არავინ დამჯდარიყო...
გამახსენდა, ცოლი ჩემზე როგორ ეჭვიანობდა და რაღაცნაირად შემებრალა ის ქალი; ისიც, Luca Polare-ში ამ საძაგელ ბიჭს მოლარე გოგონა როგორ ეკვლანწებოდა და მე რომ ვერ მიტანდა...
პატარა თაიგულებს აკეთებენ და გაზაფხულს ისე ახვევენ ძაფს, თითქოს ფრჩხილისოდენა ყოჩივარდები და იები კი არა, პეპლები იყვნენ და ეშინიათ, დილამდე არ გაუფრინდეთ.
მანამდეც და მის მერეც, სულ მჭამდა შიგნიდან რაღაც, სულ მინდოდა მისვლა და ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მოხდა კი არა, ამბის მოყოლა. ამბის მოყოლა რა, მადლობის თქმა, უფრო სწორად...
გამახსენდა, რომ იმ ბიჭს მოსწონდა ეს თმა, მუდმივად ჩემს თმაზე ეკიდა ხელი, დაძარღვულ მუშტზე იხვევდა ხოლმე და ჰკოცნიდა.
სულ ბოლო შეხვედრას ვიხსენებ... მთასავით კაცი იდგა ჩემ წინ და მემუდარებოდა, თავი დამენებებინა — სული მომიკალი და ფიზიკური სიკვდილიც მანატრებინეო...
მოვდიოდი მისგან და ვირეცხებოდი, მის ნათითურებს საათობით ვიხეხავდი სხეულზე, სუნამოში ვბანაობდი, რომ მისი სუნი არ მქონოდა...
მინდოდა წამოვმხტარიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი, ძალიან მაგრად, სუნთქვის შეკვრამდე. მაგრამ ადგილზე დავეტიე...
მეგონა, დედაჩემი ორივე თვალს ამოთხრიდა და სახლში მომიტანდა, იმიტომ რომ დედაჩემი შვილმკვდარი დედაა და თქვენ არ დაიჯეროთ ეგებ, მაგრამ ჩემს თავზე თმებიც კი აქვს დათვლილი დედას.
რაც შემეძლო, თავი დავხარე და ისე დავიძაბე, თითქოს მართლა მოვიდოდა ახლა „ის“ ზემოდან და მართლა ჰკითხავდა ძმის ამბავს...
დავდივარ მეც ღმერთისტოლა ნაბიჯებით და მიხარია, რომ მილიონ ადამიანში ამოვიცნობ ღმერთს დედაჩემის ტანსაცმელში...
იმაზე მეტი მიზეზი რაღაა, შენი ცხოვრების უდიდესმა სიყვარულმა გითხრას, აქ თუ ვერა, იქ მაინც ერთად ვიქნებითო და პაემანი მიღმიერში დაგითქვას?
ისეთ დროს გამოჩნდა ადამიანი, სუნთქვა რომ გაძნელდა, ნერვებდასაწყვეტი დღეები რომ გადაება ერთმანეთს და გულწრფელად თქვა: დავრჩები, მიყვარხარ, დაგელოდები, უშენობა არ მინდა...