Sputnik-საქართველო გთავაზობთ მწერალ ინა არჩუაშვილის ნოველებს, რომლის სახელსაც ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს.
ინა არჩუაშვილი არის ლიტერატურული კონკურსების – Penმარათონი 2010-ის III პრემიისა და რეზო ინანიშვილის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2011 წელს კი ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტიც იყო.
ინას ნოველების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს პაწაწა ამბები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, საოცრად ღრმა აზრის მატარებელია და თითოეულ მათგანში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საკაცობრიო სევდა თუ სიხარული, ადამიანური განცდები, გულწრფელი შეგრძნებები და ემოციები.
ნოველა, რომელიც დღეს „Spuntik–საქართველოს“ გვერდზე პირველად ქვეყნდება, რეალურ მოვლენებს ეყრდნობა და გიორგი ბაბუნიძის ხსოვნას ეძღვნება
ამას წინათ მეგობრის სახლში ძალიან ძველი, უნიკალური რუკა ვნახე, რომელზეც მთელი კახეთი ლამის თავის ბაღ-ვენახებიანად იყო დატანილი. ერთი შარაგზა და ორღობეც კი არ გამორჩენოდა მის შემდგენელს.
მეცამეტეჯერ გაჩახჩახდა და გათბა ქვეყანა მზისგან, რაც მამაჩემი აღარ არის. მეცამეტეჯერ აყვავდა უკვე „ხელებდაჭრილი“ ცაცხვიც. მე კი სულ ვფიქრობ...
ეხლა ალბათ ოცდახუთისა იქნებოდა. ზუსტად აღარც მახსოვს. ერთი, რო ჩავალ, მეტრიკა შენახული მაქ, უნდა ჩავხედო. ან რა ჯანდაბათ მინდოდა რო დავიტოვე, რატო არ ჩავაყოლე...
ასე მეგონა, მთელი ცხოვრება გავიდა, სანამ იმისმა დალეულმა, გაძვალტყავებულმა ხელმა ჯერ ჯიბის პირი მოძებნა, მერე შიგნით ჩააღწია...
მამა წინ იყურება, ფიქრებშია წასული. მხოლოდ დროდადრო, თითქოს ძილიდან გამოფხიზლდაო, ოდნავ შემკრთალი დახედავს ხოლმე შვილს, მუხლებზე ადგილს მოუნაცვლებს, ნაჯაფარი ხელებით თმას შუბლიდან ფრთხილად, მზრუნველად გადაუწევს და კოცნის.
ამდენი მზე-წვიმისგან დაყაღდა და დასკდა შიფერი. დაინესტა და აშმორდა თვეობით გამოკეტილი ოთახები. იატაკიც სულ დაფახფახდა, ჭიამ გამოფქვა...
ახლა თუ აღარ, ბავშვობისას მაინც ხომ აგიხედავთ ცაში შემოდგომობით ორ ტოტად დაწყობილი წეროებისთვის თვალის შესავლებად, თბილი ქვეყნებისკენ რომ მიფრინავენ გამოსაზამთრებლად და უცნაურ, მყივანა ხმებს რომ გამოსცემენ?..
ეს იყო თავიანთ ოჯახებზე, ქმრებზე, შვილებზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალების — დედების, ცოლების სიმღერა, რომლებსაც იმ წუთებში ზუსტად იმდენი ბედნიერება ჰქონდათ, რამდენიც სჭირდებოდათ...
ისევ ისეთი იყო, ასაკი ისევ არ ეტყობოდა, მაგრამ იმ დღეს ბიჭს არ ჰგავდა — დაღლილი მეჩვენა, ჩაფიქრებული, ცოტა მოწყენილიც...
მართლა ვებერთელა ვაშლია, მთელი ძალით ვუჭერ თითებს, რომ არ ჩამივარდეს და წრიულად ვისვამ კაბაზე, ბარძაყთან ახლოს...
შენ რომ თმა გაქვს, ხშირი, ქერა და დატალღული, ახლა მასე სალონებში ივარცხნიან შენსავით ლამაზი გოგოები, შენ კი ბუნებრივი გქონდა...
გულიანად იცინოდნენ – ის ისეთი სიცილით, მარტო მან რომ იცოდა – თამამი, გლეხურად ურცხვი და მოურიდებელი; მამრის კმაყოფილება იგრძნობოდა ამ სიცილში, რომელიც ქალმა მიუშვა იმის გასაკეთებლად, რაც ჩაიდინა...
ილო არ მამშვიდებს, მარტო შუბლზე მკოცნის, ჭიქას პირამდე ივსებს და მლოცავს. დიდხანს არჩევს საჭირო სიტყვებს, წვალობს. თითქოს სასიცოცხლო განაჩენი გამოაქვს ჩემთვის და ეშინია, არაფერი შემეშალოსო...
კაცებმა გარეთ მდგომებს ფრთხილად, ფრთხილადო, ჩუმად უთხრეს და პატარა, უმცროსი დის ნამცეცა კუბო რიდით, კრძალვით, სინანულით გადმოაწოდეს...
ვიგრძენი, როგორ მოვწყდი სხეულს და გავფრინდი. ქათქათა დერეფნებში ნისლივით ჩამომდგარი სითეთრე კარებივით იღებოდა ჩემ წინ...
ქალი დაემორჩილა. გვერდულად ჩამოუჯდა და მარჯვენა მკლავით მკერდზე მიეყრდნო. მერე ხელი ნელ-ნელა ამოიტანა, კაცს მხარს ზემოთ გადაატარა და თბილი თითები პერანგის საყელოში ჩაუცურა...
აქედან გასცქეროდა მოკლე თოკებზე გაფენილ თეთრეულს, რომლის შრიალშიც იყო რაღაც ამაღელვებელი, გულის ამაჩუყებელი და მარტოხელა ქალის ცხოვრებასავით ნაღვლიანი...
ბავშვობაში მეზობლის ბაღში მოპარული, მარილში ჩაწობილი ახალშემოსული ალუჩის გემო ჰქონდა იმ ნეტარებას...
რა დღეშია დედა ჩიტი, რაც მოვედი, არ გაჩერებულა. ჟივჟივებს, თავზე დამტრიალებს, ხან ხისკენ გაქანდება, ხან ისევ ჩემკენ და ბარტყისკენ მოფრინავს და არის ერთ ამბავში. თან ჯერ ისიც არ იცის, მტერი ვარ თუ მოკეთე...