07:01 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

აჭარაში კვების და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. აჭარაში 15 ივნისს ახალი საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გასართობი პროგრამა გამოაქვეყნა.

ბათუმში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორისაა ფრანების შოუ, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ და სხვ.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, ასევე პეტრას და გონიოს ციხეში შესვლა უფასო იქნება. მუზეუმები 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „ელადა“. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

აჭარაში სეზონის გახსნის პროგრამა (ბათუმი):

  • ფრანების შოუ სანაპიროზე – 12:00–20:00 (კოლონადებთან)
  • DJ – 12:00–22:00 (საზაფხულო თეატრთან)
  • ბალეტი ღია ცის ქვეშ – 16:30–17:30
  • საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა – 16:00–16:30 (სანაპიროზე, ანბანის კოშკთან)
  • პანტომიმა – 16:00–17:30 (მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით)
  • მოსწავლე ახალგაზრდობის ავიაშოუ – 16:00–17:00 (სანაპიროზე, ანბანის კოშკთან)
  • სპექტაკლი „ჰელადოსი“ – 20:30–22:00 (დრამატული თეატრის ეზო)
  • ფოიერვერკი – 22:00 (ბულვარი, კოლონადებთან)

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის თქმით, პანდემიის მიუხედავად სეზონი რეგიონში გაიხსნება, ამასთან დაკავშირებით კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

„ჩვენ მოგზაურებს ველოდებით როგორც ჩვენი მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება. რეგიონის სტუმრებს, ზღვის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ მთიან აჭარაში, სადაც ახალი ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები განვავითარეთ“, – განაცხადა ზოიძემ.

დღეისათვის უცხოელებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთა, თუ ხელთ აქვთ ორჯერადი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

 

მთავარი თემები